მოლების გაერთიანების შემდეგ, ხელისუფლებას ამჯერად რესტორნების და მაღაზიების მფლობელები მიმართავენ - მოთხოვნა მუშაობის უფლებაა. დღეს საგანგებო შეხვედრაზე ბიზნესის ამ სფეროს წარმომადგენლები კონკრეტულ გეგმაზე და პირობებზე შეჯერდნენ, თუ შეღავათი არ იქნება, მათ სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწევთ, მათი ბიზნესი კი სერიოზულად დაზარალდება, ასეთია საერთო პოზიცია.
პარალელურად იმ ობიექტების ნაწილი, რომელსაც მუშაობის უფლება არ აქვს, გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. შრომის ინსპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა შეუჩერა, 2 დააჯარიმა და 2 738-ს გაფრთხილება მისცა.
ბიზნესის წარმომადგენლებმა დღეს ბიზნესომბუდსმენთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიიღეს პირობა, რომ ეკონომიკური ჯგუფის მინისტრებთან შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას მოხდეს.