დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხვალიდან კორონავირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებს.
მომდევნო ერთი კვირა ქვეყანაში პიკი იქნება. მოიმატებს ინფიცირებულების სტატისტიკა. დღეს 4 426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის კიდევ ერთი ექიმი. 66 წელის მედიკოსი ქუთაისის კლინიკაში 1 თვე იწვა.
85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსს ებრძვის. "კოვიდ-19-ის" დიაგნოზით მსახიობი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. კახი კავსაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მედიკოსებმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მიიღეს.
კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს, კლინიკიდან გაეწერა ინფექციური კლინიკის დირექტორი და "კოვიდ-19"-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.