06 სექტემბერი 2026,   16:54
ვრცლად
ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება განიმუხტა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, ვითარება მეტნაკლებად განიმუხტა.

თუმცა, ადგილზე რჩებიან  ოპოზიციის მხარდამჭერები. აჭარის მთავრობის სახლთან ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და გაშლილია კარვებიც.

სამართალდამცავებმა დაპირისპირების დროს დააკავეს ერთი პირი, ხოლო, ერთი მამაკაცი დაშავდა და ის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის მხარდამჭერი ირაკლი  ჩხვირკვია. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შეგახსენებთ, ირაკლი ჩხვირკვიას 2011 წელს, ბათუმის ცნობილი, 11-12 მარტის მოვლენების დროს, მართლმსაჯულება ჯგუფურ არეულობას ედავებოდა, რის გამოც, ირაკლი ჩხვირკვია რამდენიმე თვიან პატიმრობაშიც იმყოფებოდა.

 

დღის ამბები