"შემახე ამნისტია" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის შესასვლელთან. პატიმრების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ამინისტია შეეხოს ე.წ პრობაციონერებს და მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულ პირებს.
ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, თუ მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველივე სესიაზე არ განიხილავს მათ მოთხოვნას ამნისტიის თაობაზე, აქციები გაგრძელდება.