19 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ვაქცინა საქართველოში დიდი ალბათობით გაზაფხულის დასაწყისში უნდა იყოს ხელმისაწვდომი - ალექსანდრე გოგინავა 

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ვაქცინაცია პირველ რიგში რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ.

"99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ექნება ეფექტური ვაქცინა. ჩანს, რომ ეს ვაქცინა არ იქნება ერთი და შეიძლება რამდენიმე ვაქცინა გამოჩნდეს, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი ჰქონდეს. 

საქართველოში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიდი ალბათობით გაზაფხულის დასაწყისში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა მოსახლეობისთვის. 

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რისკჯგუფის ადამიანებს და მათ, ვისაც ახლო კონტაქტი აქვთ კორონავირუსულ ინფექციასთან და მეტი რისკი, რომ დაინფიცირდნენ. 

ზოგადად ყველა ვაქცინაცია ასე ტარდება, გადამდები ინფექციის დროს ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი, რომ დაინფიცირდნენ. საქართველოშიც სავარაუდოდ ამ მიმართულებით დაიწყება ადამიანების ვაქცინაცია,"- განაცხადა "დღის კურიერში" ალექსანდრე გოგინავამ

დღის ამბები