19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
გარემოვაჭრეების პროტესტი - რამდენიმე ქალაქში მცირე მეწარმეებმა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ყვავილებით მოვაჭრეებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს. მათ უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლება ამ ფორმით მოითხოვეს.

რამდენიმე დღით მუშაობის ნებართვას და საკუთრებაში არსებული ყვავილების ამოყიდვას ითხოვდნენ დღეს ორბელიანის მოედანზე დასაქმებული მოვაჭრეებიც. ისინი ბანკის ვალდებულებებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მუშაობის ნებართვის გარეშე, საპროცენტო განაკვეთის გადახდას ვერ შეძლებენ.

რეგულაციის დარღვევის გამო, ორივე ადგილზე - ორბელიანის მოედანსა და უნივერსიტეტის ქუჩაზეც, შრომის ინსპექციის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, მოვაჭრეებს პროდუქციის მხოლოდ ონლაინ სივრცეში რეალიზების უფლება აქვთ და ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება.

მოქმედი რეგულაციები დაარღვიეს გარემოვაჭრეებმა დღეს რუსთავშიც. პანდემიით დაწესებული შეზღუდვები აქციით და გზის გადაკეტვით გააპროტესტეს. ადგილზე მივიდა ქალაქის მერი.

თბილისსა და რუსთავის შემდეგ ახალი წესები დაირღვა ბათუმშიც. უნებართვო საქმიანობის გამო, ზღვისპირა ქალაქში ფიტნესკლუბი "რეფორმერი" დალუქეს, რასაც წინ რამდენჯერმე ობიექტის ხელმძღვანელის გაფრთხილება და დაჯარიმება უძღოდა. 

დღის ამბები