შვედეთის მოქალაქე საქართველოში შვილის ნახვის და მასზე ზრუნვის უფლებას ითხოვს. გიგი დავითაშვილის მტკიცებით, მისი ყოფილი მეუღლე ბავშვზე სათანადოდ ვერ ზრუნავს, რაც ხშირად პატარას ავადმყოფობის მიზეზი ხდება. 43 წლის მამაკაცი დედის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც საუბრობს. "კურიერთან" ყვება, რომ ყოფილი მეუღლე მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობს და მცირეწლოვანს მამის ნახვას უკრძალავს.
რატომ არ აქვს სურვილი დედას, მამამ შვილი ნახოს, ამის მიზეზებზე გიგი დავითაშვილს საუბარი უჭირს, ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დაწესებულ ალიმენტს იხდის, ფინანსურად უზრუნველყოფილია და აქვს ყველა პირობა, რომ ბავშვს შესაბამისი გარემო შეუქმნას. "კურიერს" უყვება, რომ სასამართლოს განკარგულების მიხედვით დადგენილ ბავშვის ნახვის დროს, მისი ყოფილი მეუღლე სხვადსხვა ფორმებით შეხვედრას ხელს უშლის.
ოჯახური ძალადობის მუხლით გიგა დავითაშვილი უკვე გაასამართლეს. 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ გაათავისუფლა, ბრალდება მეუღლეზე ფიზიკური ანგარიშწორება იყო, დავითაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მამაკაცი ყველა ეპიზოდში გამართლდა.