ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და გამკაცრებულ შეზღუდვები - ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და დონორებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
"საუბარი შეეხო ვაქცინაციის პერსპექტივებს, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ყოველთვის გვაქვს იმედი ჩვენი დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების გვედით დგომის. შესაბამისად, მათ პერიოდულად ვუზიარებთ ყველა მიმდინარე პროცესს," - განაცხდა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
აუდიენციის მონაწილეებმა მოქალაქეებსა და ბიზნესისთვის მხარდასაჭერ გეგმა და ვაქცინაციის მოსამზადებელი პერიოდი განიხილეს. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძეს ესწრებოდა.
"კითხვები იყო ჩვენთან თუ როგორია ეპიდემიის პროგნოზთან დაკავშირებით ციფრები და რას ვეყრდნობით. რას ვფიქრობთ თუ რა შედეგს მოიტანს შემზღუდველი ღონისძიებები, თუ მისი კარგი აღსრულება იქნება. ისინი მზად არიან ჩვენს ქვეყანას მძიმე ეპიდემიის დროს გვერდით დაუდგნენ," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.