უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის ახალი სტატისტიკაზე ისაუბრა.
"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-456, აჭარაში-1 039, ხოლო იმერეთში-35.
სულ 6 ოქტომბრიდან-30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 787 პირი, აჭარაში-11 362, იმერეთში-5 080“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.