25 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოს წინაშე რამდენიმე მოწმე წარსდგება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს მცხეთის სასამართლოში.

ამ წუთებში მიმდინარეობს ერთ-ერთი ე.წ- ი ოქროს მოწმის კოკო ღიბრაძის გამოკითხვა, დღესვე, სასმართლოს წინაშე კიდევ რამდენიმე მოწმე უნდა წარსდგეს.

ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

ბრალდების ინფორმაციით, სწორედ მათ სცემეს შაქარაშვილი და მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის დაიღუპა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შესვენება, რადგან ბრალდებულმა ვახო ჩიქოვანმა ითხოვა კონსულტაცია საკუთარ ადვოკატთან, სწორედ ამის შემდეგ განახლდება კონსტანტინე ღიბრაძის დაკითხვა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოზე მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან მათ შორის არც კოკო ღიბრაძე.

ადვოკატების თქმით, კოკო ღიბრაძეს გაუჭირდება დეტალებზე საუბარი, რადგან მას არ აქვს ინფორმაცია და ჩვენებას ვერ მისცემს ბრალდების მხარის სასარგებლოდ. 

ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ კოკო ღიბრაძე გარემოებებზე ვერ ისაუბრებს.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე კოკო ღიბრაძესთან ერთად, დაიკითხებიან ის პირები, ვინც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ახვლედიანი წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

"კონსტანტინე ღიბრაძესთან ერთად დღეს სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ის პირებიც, რომლებმაც გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ჩიქოვანი წამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ეს ადამიანები მოახსენებენ სასამართლოს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ გიორგი ქათამაძე და ვახტანგ ჩიქოვანი,"-აღნიშნა დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები