18 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
ქუთაისის სასწრაფოს ცენტრის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მათ შორის არის ცენტრის ხელმძღვანელი.

მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს გადის, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ და მათი საერთო რაოდენობა ჯამში 65 აღწევს. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს. როგორც ცენტრში  აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სასწრაფო დახმარების 10 ჯგუფი და ოთხი რეანომობილი ემსახურება.

დღის ამბები