19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საკუთარი შვილებით ტრეფიკინგი - მამას, რომელიც შვილებს მათხოვრობას აიძულებდა, 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საკუთარი შვილებით ტრეფიკინგი - გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კარგად ისმის, რომ 10 და 12 წლის გოგონებს მშობელი მოწყალების მოთხოვნას, ფულის შეგროვებას და თანხის მისთვის მიტანას აიძულებდა.

38 წლის მამაკაცი პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამა შვილებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა. თავად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მუშაობდა და თავს ბავშვების მიერ მათხოვრობით მოგროვილი თანხით ირჩენდა.

დაკავებული მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, მას უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. 

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის მამაკაცს საკუთარ შვილებზე ძალადობისთვის 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები