19 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - ე.წ. ოქროს მოწმე კონსტანტინე ღიბრაძე მხარეების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა 

მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღის ბოლოს დასრულდა. მხარეების კითხვებს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კონსტანტინე ღიბრაძე 8 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით პასუხობდა.

ღიბრაძემ 18 ივლისის ღამით მომხდარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, ღიბრაძემ არ გამორიცხა, რომ შაქარაშვილს დაზიანება ავტომაგისტრალზე პირველი ინციდენტის დროს მიეღო. თუმცა თავად ღიბრაძე "კურიერთან" საუბრის დროს განმარტავს, რომ მსგავს კითხვაზე მას პასუხი არ ჰქონდა. სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება. 

დღის ამბები