25 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
პურის ფასი არ მოიმატებს - მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა პურის საწარმოებს არ ეხებათ  

ბუნებრივი აირი ძვირდება - ფასის გაზრდას "თბილისი ენერჯი" 3 იანვრიდან აპირებს. გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე და ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისია პურის საწარმოები.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძის განცხადებით, რომ არა სუბსიდირება, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით მომატებულიყო.  

"მე დამიკავშირდა თბილისი ენერჯის წარმომადგენელი, რომელმაც განმიცხადა, რომ საწარმოებისთვის, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი ხდება ერთი ლარი და 10 თეთრი. თუმცა დასძინა, რომ ეს ტარიფი არ შეეხებათ პურის მწარმოებლებს. რა თქმა უნდა, რომ არა სუბსიდირება, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ პურის ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით," - განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ. 

ახალი ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. დღეისთვის, საწარმოებისთვის ფასი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე მხოლოდ 86 თეთრია.

როგორც "თბილისი ენერჯის" დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა ამბობს, კომერციული ობიექტებისთვის დაწესებული ტარიფების ცვლილება ეროვნული ვალუტის დილართან მიმართებაში ზრდას უკავშირდება.

დღის ამბები