გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, თუმცა უფლებადამცველებისთვის უცნობია თუ რომელ მოწმეს წარადგენს დღეს ბრალდება. წინა სხდომაზე ერთ-ერთი ოქროს მოწმე, კოკო ღიბრაძე დაიკითხა.
გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.