სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს. მალხაზ მიქელაძეს პასუხების გაცემა დავით გარეჯის საქმის ფარგლებში მოუწევს. ის საგამოძიებო უწყებამ ერთხელ უკვე გამოკითხა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში იყო.