ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 152 704-ს შეადგენს.
კორონავირუსის ინფექციისგან დღეს 2 336 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 126 904 გახდა.
ამ დროისთის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1974, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6561, კოვიდ სასტუმროში კი 3867 ადამიანი.