19 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ფულის გამოძალვა "ბორია აფაქელას" სახელით - ე.წ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ორი პირი დააკავეს

ე.წ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ორი პირი დააკავეს. 46 წლის, წარსულში ნასამართლევ მამაკაცს და 23 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ."კანონიერი ქურდის"- "ბორია აფაქელას" სახელით, ე.წ. "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, 10 000 ამერიკული დოლარის გადახდა მოსთხოვეს. ისინი ბიზნესმენს იარაღით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძალის გამოყენებით თურქეთში, ე.წ. "კანონიერ ქურდთან" საქმის გასარჩევად გადაიყვანდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში მას შემდეგ დააკავეს, რაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 ამერიკული დოლარი გადასცა.

დაკავებულების  ქურდულ სამყაროსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს ადვოკატი მალხაზ სალაყაია.

დღის ამბები