06 სექტემბერი 2026,   16:56
ვრცლად
უწყლოობის გამო სამტრედიაში სოფელ კულაშის მოსახლეობამ აქცია გამართა 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა უწყლოობას აპროტესტებს. მათი თქმით, ორი თვეა დასახლებას წყალი არ მიეწოდება და სასმელ წყალს მიმდებარე სოფლებიდან ეზიდებიან. მოსახლეობა წუხს, რომ წყალი მძიმე ეპიდემიური ვითარების პირობებში არ აქვთ. 

ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, რასაც ხმაური მოყვა. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება. ის ადასტურებს, რომ შეფერხება იყო, თუმცა განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები და წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმა გამოუცხადეს.

დღის ამბები