17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გასცენ

სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, კოვიდთან ბრძოლის შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გასცენ. როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე.

ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე ინფორმაციის გავრცელება. ლომჯარია ითხოვს, გასაჯაროვდეს კონკრეტული ფაქტები, - ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, ხარვეზების გამოსასწორებლად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის.

დღის ამბები