კორონავირუსის 5 450 ახალი ფაქტი, - ასეთია ინტენსიური ტესტირების შედეგები ხუთი დეკემბრისთვის. მზარდი სტატისტიკის ფონზე კი კვლავ პრობლემად რჩება პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია. დღეს ასეთი ფაქტი შიდა ქართლშიც დაფიქსირდა, ხაშურში მცხოვრები შუა ხნის ქალი ექიმებს საავადმყოფოში ვერ გადაჰყავდათ.
"სასწრაფო როგორც გვეუბნებოდა, ადგილები არსად არ არისო. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული. დაინფიცირებულია ხალხი, სიკვდილის პირზეა. პაციენტის მდგომარეობა არის ურთულესი, შუნტირება აქვს ადამიანს გაკეთებული, ძალიან ცუდად არის, ორივე ფილტვის ანთება აქვს, - აცხადებდა კოვიდინფიცირებული ქალის ახლობელი.
საბოლოოდ, შუახნის ქალის გადაყვანა ერთ-ერთ კოვიდმიმღებ ცენტრში მოგვიანებით მაინც მოხერხდა.