25 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თვითმხილველების თქმით, დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

დღის ამბები