27 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
დანაშაული შოუ-ბიზნესის სახელით და ამერიკული ოცნების ახდენის ცრუ პირობა - ვიზების გაყალბებაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ამერიკის ყალბი ვიზების დამზადებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებულ ივენთმენეჯერ ჯიმი მაქაცარიასა და მასთან ერთად დაკავებულ სოფიო ჩაგანავას მოსამართლემ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის მიზეზად ბრალდებულების მიმალვის საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე კი სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო, გირაოს სახით 10 000 ლარი გადაეხადა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა.

საქმის მასალების გაცნობის შემდგომ ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ მათი ადვოკატები. ჯიმი მაქაცარიას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა ადასტურებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავიზო მომსახურებას ნამდვილად ეწეოდა. დაკავებული სოფიო ჩაგანავა კი ბრალს არ აღიარებს.

ივენთმენეჯერის მეორე საქმიანობის შესახებ არ იცოდნენ მისმა ახლო მეგობრებმა. მომღერალი გია სურამელაშვილი ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში ჯიმი მაქაცარია მხოლოდ შოუბიზნესით იყო დაკავებული და მისი სხვა შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.


დღის ამბები