19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ საქართველოსთვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინას კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს, ვინაიდან ეს სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებაა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებაში განსაზღვრულია ვაქცინის ფასი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ეძლევა საშუალება, საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოს ვაქცინების გარკვეული რაოდენობა.

"კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება. აქ არის განსაზღვრული ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა. ასევე, განსაზღვრული არის წვლილობრივად ყველა ქვეყანაზე, თუ რა ვაქცინის მოცულობის შეძენის საშუალება გვექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რა შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

დღის ამბები