08 სექტემბერი 2026,   11:46
ვრცლად
პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის, პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას უკვე 1 თვეზე მეტია ეძებს

პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებს. საქართველოს მოქალაქე ერთ თვეზე მეტია მიმალვაშია. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენა. 27 წლის ჯალაღონია უკვე წლებია პრაღაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულში ის წარსულშიც ნასამართლევია. ამის დამადასტურებელია ფოტოები, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. "კურიერი" ესაუბრა ძებნილის ოჯახის წევრებს საქართველოში.

ბაჩუკი ჯალაღონიას მეუღლე "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ქმართან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, მას შემდეგ კი მასზე არაფერი სმენია.

ძებნილის ძმა ამბობს, რომ ბაჩუკი ჯალაღონიას 4 დღის წინ ესაუბრა და თავდასხმაზე მას არაფერი უთქვამს.

დღის ამბები