22 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე ჩანს მზაობა, მაგრამ არა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს პირველი ნოემბრიდან - გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ მესამე რაუნდზე ჰორიზონტზე კომპრომისი არ გამოჩენილა. 

"ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა დეტალებში არ შევიდეთ. რომ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე - არა. ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ ჩანს. დათმობისთვის არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე უნდა ილაპარაკო და არის აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება. ელჩებმა გვითხრეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს, თუ მოლაპარაკებები არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც მმართველი გუნდი კომპრომისზე არ მიდის. 

"ქართული ოცნების" მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე ჩანს მზაობა, მაგრამ არა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს პირველი ნოემბრიდან,"- განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები