19 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

ფონიჭალაში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი გვიან ღამით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ის კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც მას მანქანით გზა გადაუღობეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცველები, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები