09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ევროპარლამენტი ფიფას პრეზიდენტს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი მხარს უჭერს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას, თუ დადასტურდა, რომ მისი მასპინძლობის უფლება რუსეთმა უკანონოდ მოიპოვა. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში ასევე მოუწოდებს ფიფას მოქმედ პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.

ევროპარლამენტის რეზოლუციას უკვე მოყვა გამოხმაურება ფიფას მხრიდან. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლატერი თანამდებობის დატოვებს წლის ბოლოს, ფიფას საგანგებო კონგრესის შემდეგ, რომელზეც არჩეული იქნება მისი შემცვლელი. კონგრესის გამართვის თარიღი 20 ივლისს გაირკვევა.

ამჟამად შვეიცარიელი და ამერიკელი სამართალდამცველები იძიებენ საქმეს ფიფას მაღალჩინოსნების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ. დაკავებულია ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები