19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან ოთხი, მათ შორის 60 და 61 წლის პაციენტები, რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდნენ და მათ თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. ერთი ინფიცირებული კი, ასევე თანმდევი დაავადებებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 281 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსი 377 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 90 ადამიანი.

დღის ამბები