09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
აშშ რუსეთს ზეწოლის გაძლიერებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ზეწოლის გაძლიერებით ემუქრება. კიევში სიტყვით გამოსვლისას, გაეროში ამერიკის ელჩმა სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტი რუსეთის მეირ არის პროვოცირებული და იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, შეერთებული შტატები მას საფასურსაც გაუზრდის.

სამანტა პაუერი უკვე რამდენიმე დღეა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კიევში. მან ოფიციალური შეხვედრები გამართა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაიდნის მოვლენების მსხვერპლთა მემორიალიც მოინახულა.  

 
დღის ამბები