სისხლიანი გარჩევისას დაშავებულებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება.
გუშინ ღამით, კინოსტუდიაში ორი მამაკაცი არასრულწლოვანმა ცივი იაღით დაჭრა, გამოყენებულია ბლაგვი საგანიც.
დაჭრილია 37 წლის გოგლიკო ხაინდრავა და 33 წლის ილია რუხაძე. ორივეს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვთ დანით მიყენებული.
ბრალდებული უკვე დაკავებულია, შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით 16 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი