19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში, დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას  შეადგენდა.

დღის ამბები