17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ბათუმში აქციის მონაწილეები შეკრებას დღესაც აპირებენ

ბათუმში აქციის მონაწილეები დღესაც აპირებენ შეკრებას. მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და ე.წ. პოლიპატიმრების გათავისუფლება.

გუშინდელმა აქციამ ხმაურით ჩაიარა. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე სპორტსმენმა მინისტრთა საბჭოს შენობაში შესვლა სცადა. წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს 6 პირი.

დაკავებულები წინა დღეებში მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ და აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ ბანერებისა და პლაკატების გაკვრა სცადეს წარწერებით :  "პოლიციელი მონა," "მე შენ აღარ გენდობი", "მოძალადე პოლიციელი" და ა. შ.

დღის ამბები