დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ინფიცირების პიკმა, სავარაუდოდ, გადაიარა, თუმცა ამირან გამყრელიძე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს.
"პიკი ჩვენ თითქოს უკვე გადავიარეთ. ქვეყანაში ამ ეტაპზე, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, შეიძლება ვთვათ, რომ შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი.
ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ, რომ გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში, ჩვენ შეიძლება კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს.
მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არის კრიტიკულ მდგომარეობაში, 400-მდე. ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.