19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
360 დევნილ ოჯახს ეკატერინე ტიკარაძემ ბინების გასაღები გადასცა

ზუგდიდში მცხოვრები 360 დევნილი ახალი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. მათ ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.

ზუგდიდში დამატებით კიდევ 600 ოჯახისათვის 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ბინების გადანაწილების შემდგომ სამეგრელოში მე-3 და მე-4 კატეგორიის ნგრევადი ბინები, სადაც იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობდნენ, დაიხურება.

ბოლო 8 წლის განმავლობაში სამეგრელოში 22 655 დევნილს ბინა გადაეცა.

დღის ამბები