06 სექტემბერი 2026,   00:53
ვრცლად
თელავის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

თელავის მერიასთან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მათ პოლიცია შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რასაც ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მათი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მერიის თანამშრომლებმა განახორციელეს მუქარა და აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს. 

სამოქალაქო აქტივისტები დაშლას არ აპირებენ და პროტესტს სამმართველოსთან გააგრძელებენ.

დღის ამბები