19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიით თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ისნის საოლქო კომისიით თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, რომლებიც წინა სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ორივე პირს ჯგუფური ქრთამის შეთავაზებასა და ძალადობას ედავებიან. დღეს მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი ოქმი, რომელიც კობალაძის ბინის ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

"კობალაძის ოჯახში როდესაც ჩატარდა ჩხრეკა, პოლიციამ დაარღვია ყველა ფორმალური მოთხოვნა და არსებობს ეჭვი, რომ ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული ნივთები საერთოდ არ იყო იმ სახლში.

არსებობს გონივრული ეჭვი, მოწმეთა გამოკითხვები ადასტურებს, რომ შესაძლოა ეს ნივთები იქ საერთოდ არ ყოფილიყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმე ხელაშვილის და მოწმე დავითულიანის სასამართლოში გამოძახება,“ - აცხადებს ბექა ბასილაია.

პროცესის დაწყებამდე, ბრალდებულებმა განცხადებები გააკეთეს ირაკლი კობახიძის შეფასებებთან დაკავშირებითაც. ისინი ამბობენ, რომ ეს არის მათ მიმართ პირდაპირ გაჟღერებულ ბრალდება და არ გამორიცხავენ რომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ „როდესაც გაყიდული აქვთ დავით გარეჯი და როდესაც მოკლეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ეს არის სირცხვილი

"კობახიძემ მოისხა მოსამართლის მანტია, გარეჯის გამყიდველებად აცხადებს ორ უდანაშაულო, ღირსეულ ადამიანს, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თუმდაც ამ ხელისუფლებიდან ჯილდოები აქვთ მიღებული და ლაპარაკობენ ჩემზე და აკაკიზე.

პროკურორი ლეკიაშვილიც აღარ მედავება ამაზე რომ კაცი მყავს მოკლული ან სიკვდილის პირამდე მიყვანილი და თქვენ რა გინდათ ვერ ვხვდები?“ - ამბობს აკაკი კობალაძე.

კიდევ ერთი ბრალდებული, აკაკი ხუსკივაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

"ეს არის პროგანდისტული ტყუილი, რომელიც ემსახურება კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და იმ ადამიანების შეცდომაში, ვინც უყურებს დღეს ტელევიზიით ამ მოვლენებს. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი დოკუმენტი,“ - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ. 

დღის ამბები