17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებსაც შეეხებათ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი შეეხება იმ მსჯავრდებულ პირებსაც, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სარჯველაძის თქმით, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების, საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს.

"ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები