მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების აქტით იწყებს.
ამნისტიის პროექტი, მთლიანობაში, 2300 ადამიანს შეეხება - ციხეს დატოვებს 800-მდე პირი, 700-ს სასჯელი შეუმცირდება, ხოლო 800-მდე მსჯავრდადებულს პირობითი პატიმრობა მოეხსნება.
ამნისტია არ ეხება მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობებს და ოჯახურ ძალადობას.
ამნისტირებულები იქნებიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულებიც, თუმცა, არა გამსაღებლები. საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებამდე დაგეგმილია განხილვები, რომელში ჩართვასაც მმართველი პარტია პოლიტიკურ, სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფებს სთავაზობს.
კანონპროექტს ეხმაურებიან ოპოზიციაში. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქტი ე.წ. პოლიტპატიმრებსაც შეეხოს.