არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაინიცირებას ეხმაურება.
ნანა კაკაბაძის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ამნისტია შეეხება "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ კრიმინალურ ჯგუფებს, არის არაადეკვატური.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და პირველი ნაბიჯი გადადგა ჰუმანიზმისკენ. რამდენიმე ადამიანიც კი, თუ დატოვებს ციხის კარებს და იქნება თავისუფლებაში, განსაკუთრებით ამ ახალი წლის პერიოდში და მათი ოჯახები იქნებიან გახარებულები, ეს არის ძალიან კარგი.
როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხომ არ დევს ამ ამნისტიაში რაღაც პოლიტიკური ინტერესები და ხელისუფლება ვალშია კრიმინალებთან და ამიტომ ღებულობს ამ კანონს და მსგავსი რაღაც არაადეკვატური შეფასებები, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ წაკითხული ეს პროექტი, რომელზედაც საუბრობენ," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.