საქალაქო სასამართლოში აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული ვანი ფოცხვერაშვილის პროცესი იწყება.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. უკანონო მშენებლობების მეპატრონეები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ვანო ფოცხვერაშვილს აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცავებზე ძალადობა ედება ბრალად. ვანო ფოცხვერაშვილის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვს არ შეეფარდოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე სახის პატიმრობა და გამოყენებულ იქნას სახის სახის აღკვეთის ღონისძიება.
"საქმე რაც გადმოგვეცა იქ არის სამართალდამცველების ჩვენებები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა,"- აღნიშნა ადვოკატმა.