სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე დღეს ქვემო ჭალაში, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში ჩავიდა.
ირაკლი ანთაძემ ოჯახს ჟენევის მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ზაზა გახელაძე უკვე მე-6 თვეა ცხინვალის ციხეში იმყოფება. ის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და გაიტაცეს.
"დღევანდელი მდგომარეობით ზაზა გახელაძე ელოდება ე.წ სასამართლო პროცესს, რა თქმა უნდა, ის არის უდანაშაულო და უპირობოდ მისი გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალაში,"-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.