19 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
ადიგენში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

მკვლელობა, თუ სუიციდი. ადიგენის, სოფელ უდეში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ხანდაზმულ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიღებული დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოხუცი სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა მეზობლებმა სროლის ხმა გაიგონეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული საქმე თვითმკვლელობად გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები