17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
სამგორში უკანონოდ აშენებულია 7 ობიექტი, 4-დღიანი ვადა აქვთ ტერიტორიის გასათავისუფლებლად - თბილისის მუნიციპალური ინსპექცია

თბილისის მერიის გაფრთხილება სამგორის რაიონის მოსახლეობას - მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ არის აშენებული 7 ობიექტი. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ადგილობრივებს 4 დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ტერიტორია გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდება დემონტაჟი.

"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატიურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა.

4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის განხორციელებაზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ," - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. 

დღის ამბები