06 სექტემბერი 2026,   00:01
ვრცლად
გოგი წულაიამ ქუთაისში წერეთლის ქუჩის სამწლიანი რეაბილიტაცია გააპროტესტა და ადგილზე ტორტით მივიდა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია ტორტით აღნიშნეს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პერფორმანსით გზის სამწლიანი რეაბილიტაცია გააპროტესტა.

მისი თქმით, წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები წლებია გრძელდება, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. როგორც წულაია აცხადებს, თუ სამუშაოები ამ  ტემპში გაგრძელდა, რამდენიმე წელი ვერ დასრულდება. წულაია მაია ცქიტიშვილს  კვლავ  ინფრასტრუქტურის მინისტრად არჩევას ულოცავს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მისი მინისტრობის მეორე ვადაში დასრულდება.

დღის ამბები