რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მარტის ბოლოდან გამოჩნდება.
"განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისად, ქვეყანა ყველა სახის ვაქცინის მიღებისათვის იქნება მზად.
დღესდღეობით, ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც ჩვენ ვაქცინის მოწოდებას გვპირდება. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ინფორმაცია სწორად იყოს მიწოდებული," - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.