19 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით 

ქვეყანაში ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 812 ტესტი ჩატარდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩატარდა, ხოლო PCR ტესტით - 4 943.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 147, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 687 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 775 პირი, აჭარაში - 5 993, იმერეთში - 6 330," - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები