საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 39 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა 9 812 ტესტი. ყველაზე მეტი, 774 შემთხვევაა თბილისში, იმერეთში - 255, მესამე ადგილზეა აჭარა - 142 და ქვემო ქართლი 140 ახალი შემთხვევით. ახლა კორონავირუსს 26 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის, მათგან მძიმეა 1 104 პაციენტის მდგომარეობა.
მეუფე იობი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური და იგი მკურნალობას ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში განაგრძობს.