იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან. დღეს საბჭოს წევრების კითხვებს თამარ ბურჯანაძე და ილონა თოდუა უპასუხებენ.
კანდიდატები სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მას კანდიდატებთან კითხვები სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ექნება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.