19 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
გიორგი მერებაშვილის, რომელიც ოჯახში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიორგი მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. საუბარია პირზე, რომელიც რამდნიმე დღის წინ ოჯახში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. 30 წლამდე მამაკაცს მუქარაში ადანაშაულებენ.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მხრიდან გიორგი მერებაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების მოლოდინი აქვს, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით რაიმე ტიპის სასჯელის შეფარდების წინააღმდეგია.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ პირს ბრალი გუშინ წაუყენეს, თუმცა მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

დღის ამბები